LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ქალაქი საუკეთესო საქორწინო მოგზაურობისთვის – რჩევები მოგზაურებს

513
weddingtravel

ქორწინების შემდეგ პირველი თვე ერთდროულად ყველაზე სასიამოვნოცაა და ყველაზე რთულიც. ოჯახური ცხოვრების ყველა სიკეთის გამოცდა მოგზაურობისას შეიძლება, თუმცა რამდენად ტკბილი იქნება თქვენი ვოიაჟი მხოლოდ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. გთავაზობთ საუკეთესო ხუთ ვარიანტს დაუვიწყარი თაფლობის თვის მოსაწყობად.

ჩენდუ, ჩინეთი – ჩენდუში მოგზაურობა ნამდვილი თავგადასავალია ავანტიურისტი წყვილისთვის. მართალია, ადრე ქალაქს მხოლოდ პანდას სანახავად და ნაციონალი კერძის – ბოსტნეულში მოთუშული ხორცის დასაგემოვნებლად სტუმრობდნენ ტურისტები, მაგრამ ახლა აქ, გასტრონომიულ თავგადასავლებსა და სახალისო ცხოველებთან გართობის გარდა, ორიგინალური ტატუს გაკეთება და არაჩვეულებრივი შოპინგის მოწყობაც შეიძლება Tai Koo Li -ს უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში.

ვალიე-დე-გუადალუპე, მექსიკა – მექსიკური არდადეგები ნამდვილ აღმოჩენად იქცევა მათთვის, ვისაც ღვინო და ზღვის პროდუქტი ხიბლავს, რადგან სწორედ ეს რაიონი ითვლება მექსიკური ღვინის სამშობლოდ, რომელსაც აქ ორგანული მასალისგან დამზადებული ინოვაციური ბოთლებით სთავაზობენ სტუმრებს, უგემრიელესი ზღვის პროდუქტი კი, ოჯახურ რესტორნებში პირდაპირ წყნარი ოკეანიდან ხვდება.

მატერა, იტალია – ქვაბულში გაშენებული მყუდრო ქალაქი, რომელიც ძალიან ჰგავს იერუსალიმს, 2019 წლის ევროპის დედაქალაქის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ამასთანავე, ქალაქი დიდი ხანია შეიგულიანეს კინემატოგრაფისტებმა, ასე რომ,  თავისუფლად შეიძლება საქორწინო მოგზაურობაში ცნობილი რეჟიორის ფილმში მონაწილეობასაც გამოჰკრათ ხელი.

პატაგონია – რა თქმა უნდა, ანდები, კრისტალურად სუფთა წყალი, სასიამოვნო სიგრილე და სრული სიმშვიდე, აქტიური დასვენების და დიდი ქალაქის ცხოვრების მოყვარულებს ნაკლებად მოეწონებათ, მაგრამ ახლად შეუღლებული წყვილისთვის აქ ნამდვილი სამოთხეა.

ტასმანია, ავსტრალია – ავტსრალიის კუნძულოვან შტატში, რომელიც ისტორიული რეგიონის სტატუსით სარგებლობს, ტურისტებს მრაველფეროვანი ფლორა და ფაუნა მასპინძლობს, იშვიათი ჯიშის ცხოველებითა და მცენარეებით, რომელთა ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g