LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი” – რას წერს თამუნა მუსერიძე

505
BeFunky-collage (17)

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ გაავრცელა.

ფაქტი “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაწყებულია.

“დღეს გამთენიისას, ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, როლებიც დღიურ ოთახებში ცხოვრობენ იტალიურ ეზოში და არიან იძულებით პროსტიტუციაში ჩართული, თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, შეცვივდნენ ჯერ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი, რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი, ასევე ასაკიან ქალს, (სახლის მეპატრონე გამქირავებელს) დაესხნენ თავს, ისმოდა ფრაზები, “ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ, და ასე შემდეგ” .

იურისტები მალე ჩაერთვებიან, ასევე სახალხო დამცველი იმედია მიაკითხავთ, და ჟურნალისტებიც გააშუქებენ, რადგანაც ეს ტრანსები ამ ამბის მერე ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქ ვეღარ იცხოვრებენ შიშით. ვისაც ხელგეწიფებათ ამ სიტუაციაში რაიმეს მოქმედება გთხოვთ ნუ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ,” – წერს თამუნა მუსერიძე.

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g