LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში

1077

რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია, როგორი ტენდენცია დაფიქსირდა 2016 წელს შრომის ბაზარზე, გაიზარდა თუ არა ვაკანსიების რაოდენობა მიმდინარე წელს 2015 წელთან შედარებით? – ამ თემებზე ”ფორტუნა” დასაქმების სააგენტო “ეიჩ არ ჯის” რეგიონალურ მენეჯერ ინგა შახბაზიანს ესაუბრა.
შახბაზიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვე წელს პასიური აღმოჩნდა, 2016 წელი მთლიანობაში მაინც ძალიან აქტიური იყო – ვაკანსიების კუთხით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით.

”რაც შეეხება 5 ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, რაც გამოიკვეთა წელს და არ იყო წინა წლებში, ეს არის: სამედიცინო სფერო, ანუ სამედიცინო წარმომადგენელი. ვგულისხმობ, როგორც ფარმაციის მიმართულებას, ისე ამბულატორიულ პოზიციებსაც. ამის შემდეგ უკვე მოდის მოლარე-კონსულტანტის პოზიცია, ადმინისტრატორი ან ადმინისტრაციული თანაშემწე, გაყიდვების მენეჯერი და პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტი”, – განმარტა დასაქმების სააგენტო “ეიჩ არ ჯის” რეგიონალურმა მენეჯერმა.

მისივე თქმით, წელს პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტის პოზიცია ძალიან გააქტიურდა და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად იქცა. ამასთან, როგორც ინგა შახბაზიანმა აღნიშნა, არანაკლებ პოპულარული იყო 2016 წელს ჰორეკა სექტორი (სასტუმრო-რესტორნების კვების მიმართულება). ”ამ სექტორში წელს ვაკანსიების კუთხით 40%-იანი ზრდა გვაქვს. სასტუმროები და რესტორნები უკვე შეეჩვივნენ საქართველოში კადრების აყვანას საიტების დახმარებით”, – განაცხადა “ეიჩ არ ჯის” რეგიონალურმა მენეჯერმა.

სამომავლო პროგნოზებს რაც ეხება, ინგა ჰახბაზიანი 2017 წელსაც ვაკანსიების ზრდას 20-დან 25%-მდე ვარაუდობს. მისი თქმით, ბიზნესი წლიდან წლამდე ვითარდება, შესაბამისად იზრდება ვაკანსიების რაოდენობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები