უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 2 მარტს ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციები გაავრცელეს, რომელიც ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე პერიოდს მოიცავს.
უკრაინის შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – 5 840-ზე მეტი;
ტანკი – 211;
ჯავშანტექნიკა – 862;
საარტილერიო სისტემა – 85;
სარაკეტო სისტემა – 40;
საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 9;
თვითმფრინავები – 30;
ვერტმფრენი – 31;
საავტომობილო ტექნიკა – 355;
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2;
საწვავის რეზერვუარი – 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3;
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მათი მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1502 ობიექტი დაარტყეს.
მათ შორის:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი;
- 38 ერთეული S-300, Buk M-1 და Osa სარაკეტო-საზენიტო სისტემები;
- 51 სარადარო სადგური;
- 47 თვითმფრინავი ადგილზე და 11 თვითმფრინავი ჰაერში;
- 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
- 62 მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა;
- 206 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები;
- 336 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა;
- 46 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.