LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლის მოდელი სილამაზის საიდუმლოს ამხელს

759
Nov05-Part02-04-Old-Model-798x418

ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია 63 წლის მოდელის გაცნობის შემდეგ აუცილებლად დარწმუნდებით. 174 სმ სიმაღლის 63 წლის იასმინა როსის შეუძლია სამოდელო პარამეტრებით ნამდვილად დაიკვეხნოს – 86/63/91.

იასმინ როსიმ სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა სუპერმოდელები უკვე პენსიაზე გადიან ხოლმე.

ფრანგული წარმოშობის ამერიკელმა, ცხოვრება ბავშვების აღზრდას მიუძღვნა, ამიტომ პროფესიონალური გადაღებები მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიწყო. ახლა იასმინი 63 წლისაა და ძველებურად პოპულარობის პიკზეა – უმსხვილესი სამოდელო ბრენდები არასტანდარტულ მოდელთან კონტრაქტის დადებაზე ოცნებობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 40 წლის ასაკში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობის გადაწყვეტილების მიღებისას, როსი ყურადღებას არ აქცევდა მის გარშემო მყოფ სკეპტიკურად განწყობილ პირებს. შედეგად კი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა მიიღო, როგორებიცაა -Marks & Spencer, YSL, Hermès და Jil Sander და ჟილ შანდერ.

პირველი რასაც მის გარეგნობაში აუცილებლად შენიშნავთ ეს მისი გრძელი, ვერცხლისფერი თმაა. მას თმის შეღებვაზე არც უფიქრია, პირიქით ძალიან მოსწონს და ამბობს, რომ ასე უფრო ბუნებრიბვად გრძნობს თავს.

ის როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის ინსპირეციად იქცა.

63 წლის მოდელი და 2 შვილიშვილის ბებია თავისი სილამაზის, საუდუმლოს ამხელს:

  • აკეთეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ.

„მე ვიქნები მოდელი ჩემი სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ საქმე მოდელობაში არ არის, აქ არის სურვილზე საუბარი, მე ეს საქმე მიყვარს, ენერგიას აქედან ვიღებ და სწორედ ეს ენერგია მაცოცხლებს“,-ამბობს იასმინა.

  •  იკვებეთ ჯანსაღად

იასმინა ყოველდღე ავოკადოს მიირთმევს, ის უარს ამბობს დიეტებზე და ხილს, ბოსტნეულს, ნიგოზს, ხარისხიან თევზსა და ხორცს მიირთმევს.

იასმინა უარს ამბობს სწრაფ კვებაზე, გაყინულ და მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ კერძებზე.

მოდელი არ მალავს, რომ ფორმის შენარჩუნებაში მას სპორტით რეგულარულად დაკავება ეხმარება: იოგა, სირბილი და ფუნქციონალური ტრენინგი – მისი ყოველდღიური ვარჯიშის მხოლოდ მცირე ნაწილია. როსის რაციონში ვერ ნახავთ ცომეულს ან ტკბილეულს, გამონაკლისია ბოსტნეული, თევზი და მოხარშული ხორცი. იასმინა თავის მოვლას დიდ დროსა და ძალას ანდომებს. მოდელი დარწმუნებულია, რომ ასაკობრივ ცვლილებებს ქოქოსის, ზეითუნისა და რაპსის ზეთი ეფექტურად უმკლავდება.

  • მიუარეთ თქვენს კანს

იასემინი ამბობს, რომ სამზარეულო ის ადგილია, სადაც ბევრ სასარგებლო პროდუქტს აღმოვაჩენთ ჩვენი კანისთვის, იასმინა, მაგალითად, ზეთისხილის ზეთს მთელს სხეულზე და  სახეზე ისვამს. ტანს სკრაბით ხშირად იმუშავებს, ასევე ხმარობს დამატენიანებელ კრემებს.

„ყველაზე კარგი მოვლა თქვენი კანისთვის არის, პირველ რიგში, სწორი საკვების შერჩევა, ჯანსაღად კვება, წყლის სმა და ამავდროულად კანის დატენიანება.“-ამბობს იასმინა.

https://www.instagram.com/p/B5i1ty6g8z1/

იასმინა ასევე ამბობს, ამ ყველაფერთან ერთად მას რაც ყოველთვის თან სდევს ეს არის ოპტიმისტური ხედვა. იასმინა როსის რწმენით, მისი ახალგაზრდობის უპირველესი საიდუმლო ოპტიმისტური განწობა და მოქმედების სრული თავისუფლებაა.

“თქვენ გჭირდებათ ჯანსაღი სული,”-ამბობს იასმინა.

https://www.instagram.com/p/B5SxHoLAMd7/

უამრავი გადაღებების პარალელურად, იასმინა ბევრს მოგზაურობს, გატაცებულია დიზაინითა და ფოტოგრაფიით, ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს შვილიშვილებთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები