დიზაინერი სოფო ჭყონია, იმ ბლოგერებს მიმართავს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობs, რომ რუსები სწორად იქცევიან და ტირიან.
„რუსო ბლოგერებო, ინსტაგრამზე რომ წუწუნს და ტირილს დაიწყებთ, ნახეთ ეს სურათი“. – წერს სოფო ჭყონია და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ საევაკუაციო მატარებლის კორიდორშია გადაღებული.
„ეს არის სურათი უკრაინის ერთ-ერთი საევაკუაციო მატარებლის კორიდორიდან, პოლტავადან ლვოვამდე.
17 საათი მატარებელში ყველა ფარდა დახურულია, რომ სინათლე არ გამოჩნდეს და მატარებელი არ ხდება სამიზნე.
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რუსეთი სწორად იქცევა, უბრალოდ აჩვენეთ ეს ფოტო. ეს არის ფოტო, რომელიც ჩემმა მშობლებმა გააკეთეს, მათ 17 საათი იმგზავრეს ფეხზე რომ გადაერჩინათ სიცოცხლე. რუსეთის ჯარისგან თავის გადასარჩენად.“ .-ვკითხულობთ სოფო ჭყონიას მიერ გაზიარებულ სტატუსში.