LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წელს გადაცილებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი კახი არის კარგი მერი: თენგიზ ცერცვაძე

402
cercvadze

“ეს იყო საქმეზე ორიენტირებული და ლამაზად ჩატარებული, ამავე დროს მინიმალისტური წარდგენა. არ იყო არანაირი გადაჭარბებული ემოციები და პომპეზურობა”,-ასე აფასებს “ფორტუნასთან” საუბარში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებას.

მისი სიტყვების თანახმად, ის მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კახა კალაძე კარგი მერია.

“უდიდესი კმაყოფილებით მხარს ვუჭერ კახა კალაძეს, იმიტომ, რომ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. გარდა ამისა, გამორჩეულად ვაფასებ ბატონ კახის. 70 წელს გადაცილებული ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მინახავს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი კახი არის კარგი მერი. ის ორიენტირებულია ადამიანებზე და მათთვის კომფორტის შექმნაზე. მას აქვს ის, რაც არ აქვს ბევრს, მას აქვს უნარი რომ იყოს წარმატებული”,-განაცხადა თენგიზ ცერვაძემ.

ცნობისთვის, დღეს “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად კვლავ დაასახელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები