ცოტა ხნის წინ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ. ისინი რუსეთიდან შვილებთან 9 წლის ტყუპებთან ერთად გაემგზავრნენ. დღეს კი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 73 წლის პუგაჩოვა, სუროგატის დახმარებით, მეოთხე შვილის გაჩენას გეგმავს. საუბარია შენახულ ემბრიონზე, რომელსაც ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების პროცედურის წყალობით, სუროგატი დედის დახმარებით გააჩენენ.
შეგახსენებთ, რომ ალას პირველი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე უკვე 51 წლისაა, მაქსიმ გალკინისა და ალას ტყუპები ქვეყანას მაშინ მოევლინნენ, როცა ალა 64 წლის იყო.
ალა პუგაჩოვას შვილიშვილს მობილიზაცია შეეხო – ნიკიტა პრესნიაკოვს ომში წასვლას აიძულებენ
„ჩამოვედი, რომ წესრიგი დავამყარო, პირველ რიგში თქვენს ტვინში“ – ალა პუგაჩოვა რუს ჟურნალისტებს