ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 342-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 276 426-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 287 183-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 858 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 233 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 129 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 285-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 36 578 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 438, PCR ტესტით – 12 140.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.