საფრანგეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ფაქტის შესახებ ფრანგული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს ბრალად ედებათ პროდუქტების – 80 ქილა კარაქის, ასევე ქინდერისა და სნიკერსის შოკოლადების მოპარვა.
როგორც გამოცემა Francebleu.fr წერს, საქართველოს მოქალაქეები 15 იანვარს, საღამოს, დრომში, ტრანსპორტის შემოწმების შემდეგ დააკავეს.
“ეს იყო კარაქის საკმაოდ უჩვეულო რაოდენობა, რამაც სამართალდამცველების ყურადღება მიიქცია. შაბათს, ისინი ამოწმებდნენ ავტომობილს, რომელიც სწრაფად გადაადგილების გამო გააჩერეს. ავტომანქანის საბარგულში მათ 80 ფილა კარაქი, ასევე ქინდერის ტკბილეული და სნიკერსი ჰქონდათ, ინვოისის გარეშე.
სამართალდამცველებმა ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ეს ორი მამაკაცი გასულ კვირასაც დააკავეს ქურდობის შემდეგ და მათ გაფრთხილება მისცეს, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ეს პროდუქტები. ორივე მამაკაცი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება”, – წერს ფრანგული მედიასაშუალება.