LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა უნდა დავოჯახებულიყავით, ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი.. მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო – ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი 48 წლიან თანაცხოვებას იხსენებენ

4520
Untitled design - 2023-02-10T220224.428

მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე და თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ასათიანი ქორწინების 48 წლისთავს აღნიშნავენ.

ოქროს ქორწილს, წყვილი ორ წელიწადში იზეიმებს.

ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იყვნენ სტუმრად, სადაც მათ ერთად გატარებული წლების შესახებ ისაუბრეს.

წამყვანის, გია ჯაჯანიძის კითხვაზე, დანახვისთანავე მიხვდნენ თუ არა, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებოდნენ, წყვილი პასუხობს:

რეზო: მეც მიკვირს, უკვე იმდენი წელი გასულა.

ირმა: 16 წლის ვიყავი, რეზო პირველად რომ დავინახე. მაშინ სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. მაგრამ გული ახტა და დახტა.

რეზო: აბა, რა იქნებოდა, ისეთი ბიჭი ვიყავი.

ირმა: 19 წლის გავთხოვდი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, კარგი განწყობა, გარეგნობა, მეგობრები, მათთან ურთიერთობა და იგივეა ოჯახური ურთიერთობა. მისთვის უნდა ვიყოთ უფრო მეტად საინტერესო.

რეზო: ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლია, ეს ირმამაც კარგად ვიცი. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თუ ისეთი სიტუაცია არაა, რომ მასთან შანსი არაა გაძლო, ჯობია, ოჯახი წვრილმანებისთვის არ დაანგრიო. იმდენად საინტერესოა სიბერეში შვილიშვილების ყურება, რომ ის ბევრად სჭარბობს, იმ წვრილმან სირთულეებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხვდება ადამიანს.

კითხვაზე, იყო თუ არა  ცხოვრებაში რთული პერიოდი, წყვილი იხსენებს:

ირმა: სიმართლე გითხრათ, „გავიდა ხუთი წელი და მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია“, არ ყოფილა.

რეზო: რთული პერიოდები, რა თქმა უნდა იყო.

ირმა: როცა ქვეყანას უჭირდა, ჩვენც გვიჭირდა, მაგრამ გაუსაძლისი პერიოდები არ ყოფილა.

რეზო: ასე რომ ყოფილიყო, ერთად არც ვიქნებოდით.

ირმა და რეზოც ამბობს, რომ უთანხმოების შემთხვევაში პირველი  თმობდა. 

რეზო: როცა უნდა დავოჯახებულიყავით, ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი. ისეთი ჭკვიანი ქალი იყო, მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო.

ირმა: არ გატყუებდი, მართლა ვაპირებდი.

რეზო: სამი თვის შემდეგ მე ვიდექი ამასთან ერთად სცენაზე და ვმღეროდი.

ირმა: როცა უყვარხარ, ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ კარგად იყო.

რეზო: ძალიან ეჭვიანი არ ვყოფილვარ. წვრილმან რაღაცებზე ვეჭვიანობდი, მაგალითაც ვეუბნებოდი, რა და როგორ ჩაეცვა და მიჯერებდა. ხვდებოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.

ირმა: მართალს არ მეუბნებოდა, მაგრამ რაღაცები უნდა დათმო, არაა ტრაგიკული რამეს დათმობა.

იმედია, არ ჩათვლიან, რომ ჩვენ აზრს ვინმეს თავზე ვახვევთ, მაგრამ თუ ძალადობას არ ეხება საქმე, უმჯობესია, წვრილმანების გამო არ დაკარგონ ერთმანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები