LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და “საქართველოს მარადისობის დღე“ დაფუძნდება: გია გაჩეჩილაძე

236
უცნობი

9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და “საქართველოს მარადისობის დღე“ დაფუძნდება. აღნიშნული განცხადება გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “360 გრადუსში“ გააკეთა.

მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობას პოლიტიკოსები არ მიიღებენ.

“იქნება მდუმარე შეკრება. არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნება სიტყვით გამომსვლელები. რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩვენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ყველას უნდა დავანახოთ, რომ სხვა მოცემულობაა. ხალხს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს! ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული ქვეყანა. თუკი ამას ვერ დავანახებთ, პირადად მე, აბსოლუტურად გავქრები ტელესივრციდან და ხმას არ ამოვიღებ. მანქურთიზაციას შეგვყრიან და აღარ ვართ აღარანაირი სახელმწიფოს ღირსი, მით უმეტეს სუვერენული სახელმწიფოს ღირსი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

 

პოპულალურები