LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 თვეში შემოწირულების სახით ყველაზე მეტი თანხა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

73
ქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში პარტიებმა სულ 1 944 073 ლარის შემოწირულება მიიღეს.

9 თვეში ყველაზე მეტი თანხა, 666 000 ლარი (34%) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაუგროვდა.

2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასე გამოიყურება:

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველთა აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული, კერძოდ: