LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ მოგვიგებს ყველას, პატარა ბავშვებივით, ტაკოზე რომ გატყეპენ, ასე დაგვტყეპავს, თუ ასე გავაგრძელეთ…“ – ალეკო ელისაშვილი

152
Untitled design (52)

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მოგ­ვი­გებს ყვე­ლას, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით, ტა­კო­ზე რომ გა­ტყე­პენ, ასე დაგვტყე­პავს, თუ ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ – ოპო­ზი­ცი­ის დიდ ნა­წილს არ უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და მათ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, უნ­დათ, რომ იტივ­ტი­ვონ პო­ლი­ტი­კა­ში”, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წევ­რი ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ვერ ხე­დავს სა­ერ­თო მი­ზანს, რაც ელისაშვილის განცხადებით, „ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მაა”

„ძა­ლი­ან ცუდ ფორ­მა­ში ვართ, ცუ­დად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით ყვე­ლა. არის ერთი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც არის ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი თა­ვის ტკი­ვი­ლი, მე რომ მკი­თხო, იმი­ტომ, რომ დას­კვნე­ბიც ვე­რაფ­რის­გან გა­მო­ი­ტა­ნეს და თან რე­სურ­სე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც აქვთ, შე­უძ­ლი­ათ, დღის წეს­რი­გი შექ­მნან.

ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან, შუ­ა­შის­ტურ პარ­ტი­ებს, რომ­ლებ­საც გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის ნა­წი­ლი, უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სი აქვთ, ჩვენ თუ შევ­ძლებთ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და ერ­თმა­ნეთ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას, ძა­ლი­ან დიდი სი­ნერ­გი­უ­ლი ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამას, მაგ­რამ არ მჯე­რა, რომ ეს გა­მო­ვა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა­სა და ზი­ზღში ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვართ, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კი არ შეგ­ვიძ­ლია”. – აცხადებს ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები