LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა ხალხის ყვლეფის საშუალება მივცეთ?! გიგი უგულავამ პარლამენტის კარს ბოქლომი დაადო

81
75478446-1256069221244089-9063646536738537472-n

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარს,  ბოქლომი დაადო.

“აბა, მუშაობისა და ხალხის ყვლეფის საშუალება მივცეთ?” — თქვა გიგი უგულავამ.

მანამდე უგულავამ განაცხადა, რომ ვერც ერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში ვეღარ შევიდოდა.

„ეს გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც  საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყუილად ჰგონიათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და ვიღაც ვიგინდარა, უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარედ. ასე არ მოხდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამის შემდეგ  ჭიშკართან სპეციალური ტექნიკით შესაბამისი სამსახური მივიდა და ჯაჭვი გადაჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g