LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა იაპონიის ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

74

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2017“ წარადგინა.

დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. აჭარის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელშიც 130 ქვეყნის 1310 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს მეორედ იყო წარმოდგენილი. გამოფენას სამი დღის განმავლობაში 191 500 ვიზიტორი სტუმრობდა.

გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო-საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადად, სამთო-სათხილამურო კურურტით, ღვინითა და  სოფლის ტურიზმის დაინტერესდნენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე. წლის ბოლომდე, დეპარტამენტი დამატებით 4 გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. 2017 წელს, აჭარის სარეკლამო კამპანიები 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები