აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები