LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აცრები ბავშვებში უნდა გაგრძელდეს კოვიდის პირობებშიც” – ამირან გამყრელიძე

236
Untitle54456

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პირობებში აუცილებელია გაგრძელდეს სხვადასხვა დაავადებებზე აცრები. ამირან გამყრელიძის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესი უწყეტად გაგრძელდეს ბავშვებში. მისი თქმით, ვაქცინაცია არის საზოგადოების დიდი მიღწევა, რომელმაც თავის დროზე მილიონიბით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდის საწინაარმდეგო ვაქცინა შეიქმნება.

“ვაქცინაცია არის საზოგადოების უდიდესი მიღწევა, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა. დღევანდელ ჩემს გამოსვლას და თემას – ყვავილისა და წითელას დაავადების საკითხზე,  დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თავალსაზრისით, რომ მსოფლიოში კოვიდით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი დიდია. სამყარო დიდი იმედით უყურებს როდის შეიქმნება ვაქცინა ვირუსზე. ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე შეიქმნება. რეკომენდაცია ამ დროისათვის არის ის, რომ არ შეჩერდეს აცრები, განსაკუთრებით ბავშვებში. არ შეიძლება კოვიდის პირობებში ყვავილზე, წითელაზე და სხვა დაავადებებზე გეგმიური აცრები შეჩერდეს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადების  – “ყვავილის” ინფექციური თვისებები და შედეგები. მისი თქმით, ეს არის დაავადება, რომელმაც ასეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მასზე ვაქცინა მე-18 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი მიღწევა მედიცინის თვალსაზრისით. გამყრელიძე ამბობს, რომ ყვავილის ლაბორატორიული ორი კულტურა არსებობს, რომელიც ერთი აშშ-ში, ხოლო მეორე რუსეთში ინახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები