LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკმაოდ სერიოზული თანხა იქნება” – გამყრელიძის ინფორმაციით, აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ

1609
ფგჯუ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკმაოდ სერიოზულ თანხაზეა საუბარი და ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე.

მისივე განმარტებით, კოვიდსაწინააღმდეგი ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაცია სავააუდოდ, უკვე სექტემბრის დასაწყისში ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები