LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრის შემდეგ რეალური ანაფილაქსია იყო სულ 4 შემთხვევაში, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე: იმნაძე

558
1

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის შემდეგ, ჯამში, ანაფილაქსიური შოკის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რეალური ანაფილაქსია სწორედ ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა, დანარჩენი შემთხვევები კი ნერვულ ნიადაგს უკავშირდებოდა:

“რეალური ანაფილაქსიური შოკი იყო ოთხ შემთხვევაში, რაც არის რეალური ანაფილაქსია, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე.” – განაცხადა პაატა იმნაძემ

შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, სრულად აცრილია 165 084 ადამიანი, ერთი დოზით აცრილია 358 382 პირი. დღიურად აცრილთა რიცხვი 16 677-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები