LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20.9%-ით გაიზარდა 

135
high salary

2023 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.9%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშში.

 

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები – 6 თვეში jobs.ge-ზე 38,330 ვაკანსია გამოქვეყნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g