LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ბრიტანელი აქციონერის მიერ დაწყებული დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი აბსურდია

103
60d1e80200649-2022-04-30_15-43-39_752528

“თიბისი” ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ “თიბისი” ბანკის ბრიტანელი აქციონერის – იან მალკოლმ ჰოქის მიერ დაწყებული დავა სამართლებრივი აბსურდია.

ამის შესახებ ზვიად კორძაძემ დღეს განაცხადა და ჟურნალისტებს ის დოკუმენტი წარუდგინა, რომლითაც, მისი თქმით, დგინდება, რომ იან მალკოლმ ჰოქი სინამდვილეში საერთოდ არ არის ამ ბანკის აქციონერი.

ადვოკატის განცხადებით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ დაწყებული პოლიტიკური დევნა კვლავ გრძელდება:

“თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სააქციო საზოგადოება “თბს ბანკის” აქციონერმა იან მალკოლმ ჰოქმა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება მოტივირებულია იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც “თიბისი ბანკის” აქციონერები, დივიდენდის მისაღებად ემზადებიან. ამის საფუძველზე სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინა, რომ მოპასუხეებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოცემულ საქმეზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე აეკრძალოთ „თიბისი ბანკიდან“ დივიდენდის მიღება.

ანუ განჩინებით ჩვენ გავიგეთ, რომ სასამართლოს მიმართა “თიბისი ბანკის” აქციონერმა ვინმე ჰოქმა, სასამართლომ თქვა, რომ ასევე „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იმისთვის, რომ დივიდენდი არ აიღონ უნდა გამოიყენოს კონკრეტული ღონისძიება და მათ „თიბისი ბანკში“ აუკრძალა შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრით დივიდენდის მიღება.

უკვე სასაცილო მდგომარეობამდე მივდივართ. ეს აღარ არის იურიდიული კაზუისტიკა. რა არის ეს ყველაფერი, რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება, რა არის ეს, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

ანუ პირი, ვისაც სარჩელი შეაქვს, არ არის „თიბისი ბანკის“ აქციონერი.

ასევე პირები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთა წინააღმდეგაც სარჩელი შეაქვთ, არ არიან „თიბისი ბანკის“ აქციონერები, შესაბამისად, „თიბისი ბანკიდან“ დივიდენდს ფიზიკურად ვერ მიიღებენ. ამ დროს კი სასამართლოს გამოაქვს წარმოუდგენელი განჩინება, განჩინება, რომელიც არ აღსრულდება. ეს განჩინება, რომც არ გაუქმდეს ამით ვერაფერი მოხდება, იმიტომ, რომ პირებს დივიდენდის აღება აუკრძალეს იმ კომპანიაში, სადაც ისედაც არ იღებენ დივიდენდს. ამასთან, მთელი სარჩელი აგებულია განაჩენზე, მაქვს კითხვა, საიდან აქვს მოსარჩელეს განაჩენი? განაჩენი გვაქვს ჩვენ, ანუ დაცვის მხარეს და პროკურატურას, განაჩენი არ გამოქვეყნებულა და მაინტერესებს, რის საფუძველზე მიმართა მან სასამართლოს? დოკუმენტები რაც გაჩვენეთ, გარდა ჩვენი წერილებისა, საქმეშია. მოსამართლეს შეეძლო ენახა, რომ იან მალკოლმ ჰოქი არ არის „თიბისი ბანკის“ აქციონერი”, – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

პოპულალურები