LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზებმა და ოსებმა, ვისაც მორიგ ფაშისტურ ომში ძალით მიერეკებიან, კარგი დროა, განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ: ნათია ფანჯიკიძე

120
ნათია ფანჯიკიძე

„აფხაზებმა და ოსებმა, ვისაც მორიგ ფაშისტურ ომში ძალით მიერეკებიან, კარგი დროა, განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ და გადმოვიდნენ თავშესაფრისთვის ჩვენს საერთო და ერთადერთ დედაქალაქში“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მათ ჩუმადაც შეუძლიათ გადმოსვლა და მეგობრებთან დამალვა, თუმცა გაცხადებული სცენარი უფრო მამაცურია.

„აფხაზებმა და ოსებმა, ვინც ნებით არ მიიჩქარის და ვისაც მორიგ ფაშისტურ ომში ძალით მიერეკებიან, კარგი დროა, განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ და გადმოვიდნენ თავშესაფრისთვის ჩვენს საერთო და ერთადერთ დედაქალაქში. აიღებენ პასპორტს და აქედან მათ ვერავინ წაიყვანს. დაიცავს კანონიც და დავიცავთ ხალხიც.

სჯობს გმირობა ჩაიდინონ ამგვარი, საკუთარი თავისთვის, მეგობრობისთვის, სიმართლისთვის და სიყვარულის გამარჯვებისთვის, ვიდრე უსახელოდ ან კრიმინალის სახელით აფეთქდნენ უკრაინულ მიწაზე.

ცხადია, ჩუმადაც შეუძლიათ გადმოვიდნენ და დაიმალონ მეგობრებთან. თუმცა გაცხადებული სცენარი უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოსაც და ისედაც უფრო მამაცურია“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g