LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება აიკრძალა – სავარაუდო მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა

74
a47086b

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე კრიპტოვალუტის გამომუშავება აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მიიღეს. გარდა ამისა, 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე აიკრძალა ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის აუცილებელი დანადგარების შეტანაც. ამის შესახებ გამოცემა 1prime.ru იუწყება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა უკვე გამოსცა შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, აკრძალვების მიზანი საჭირო ზომების გატარებაა, რომელიც შეზღუდული ენერგორესურსების ეფექტური და რაციონალური გამოყენებისკენ იქნება მიმართული.

დიდი ალბათობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა.

შეგახსენებთ, ,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღეს გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები