LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

101

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსადენის დიამეტრი 700 მმ-ია და იგი ჩაანაცვლებს საგურამო-ქუთაისის გაზსადენის 500 მმ დიამეტრის ძველ მონაკვეთებს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 099 777 ლარია დღგ-ს გარეშე.

„გაზსადენის ქსანი-ლეხურას მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ახალი მაგისტრალური გაზსადენის სისტემის განვითარებას. სამუშაოების მიზანია საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობის გაზრდა, ქვეყნის მოსახლეობის, სამრეწველო და ელექტროგენერაციის სექტორების, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები