LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე” – ალეკო ელისაშვილი

189
aleko 3

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, რომელიც დღეს ოპოზიციის, ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდა, განმარტებებს აკეთებს და ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შეხვედრებზე სულ სხვანაირად საუბრობს.

“მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ (მოლაპარაკებებზე) არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივ ზის და მუშაობს. აქ (საჯაროდ) აქვს რაღაც როლი, როგორც ჩანს, რა”, – თქვა მან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

მისი თქმით, თუ ციხიდან პოლიტპატიმრები არ გამოვლენ, პარლამენტში არ შევა. მთავარი არხის ეთერში მან აღნიშნა, რომ ელჩებთან მოლაპარაკებებზე ამაზე საუბარი მიდის, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“არა, 11-ში არ შევდივარ, შანსი არაა, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევალ პარლამენტში”, — აღნიშნა მან.

ამავე დროს, ელისაშვილის განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის პარტიული სიის გაუქმებაზე განცხადებას ხელს არ მოაწერს. მისი მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ დაიხია ოთხივე საკითხზე, რომელიც მათ შეხვედრაზე მიიტანეს. ელისაშვილის განმარტებით, როგორც მოთხოვნები ეხება რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო რეფორმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g