LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აგვისტოს თვე იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის, ათობით კი არა ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება” – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

2166
ფხაკაძეე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს.

ფხაკაძე აღნიშნავს, რომ აგვისტოს თვე საქართველოსთვის უმძიმესი იქნება.

მისივე პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

„ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. აგვისტოს თვე იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ უკვე შევედით ამ მძიმე მდგომარეობაში.

ათობით კი არა, ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება, კონკრეტულად ამ ტალღის შედეგად.

ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთის გაშავებისა და ერთმანეთის პიარის დრო ნამდვილად არ არის.

ახლა ერთადერთი რამის დროა – დავეხმაროთ ერთმანეთს.

ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არჩევნები იწყება ოქტომბერში. ეს ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იქნება შეხვედრები, მიტინგები და უპირბადო შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მძიმე მდგომარეობას.

აქ აღარ არის საუბარი ერთ-ორ კვირაში რა იქნება, აქ არის საუბარი ერთ დღეში, 2 საათში, 10 საათში რა მოხდება.

აი ეს არის მთელი უბედურება.

მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რითაც შემეძლება, თუ ჩემი პატარა რჩევა რამეში დაგჭირდებათ მე ვარ ღია და ყველას დავეხმარები უანგაროდ. მთავარია გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე მაინც.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები