LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ახალ ცხოვრებას იწყებენ დედა-შვილი.. აღარასოდეს მოუწევთ შიმშილი და ჭუჭყიან სარდაფში ძილი“

578
BeFunky-collage (2)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე კიდევ ერთი ოჯახის დახმარების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ისე მაგრად გვიხარია ყველას

იმედდაკარგული, ავადმყოფი ადამიანების ცხოვრება, თქვენთან ერთად  ნამდვილ დღესასწაულად ვაქციეთ

ახალ სახლში, ახალი იმედებით და ახალი ნივთებით, ახალ ცხოვრებას იწყებენ დედა-შვილი, ექნებათ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და აღარასოდეს მოუწევთ შიმშილი და ჭუჭყიან სარდაფში ძილი

ჩვენ და თქვენ ვეყოლებით ყოველთვის და არაფერს არ გავუჭირვებთ

ვერც წარმოიდგენთ რა ბედნიერები არიან

როგორ უხარიათ სახლის ყველა დეტალი, მართლა აგატირებენ

 

ისე მაგრად გვიხარია ყველას ???
იმედდაკარგული, ავადმყოფი ადამიანების ცხოვრება, თქვენთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად…

Posted by Akaa Sinjikashvily on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

 

ორივე ისეთი გულთბილი და მოსიყვარულეა

თქვენთან, ყველასთან  უზარმაზარი მადლობა დამაბარეს

მეც ძალიან დიდი მადლობა

უთქვენოდ არაფერი გამოვიდოდა

მალე ყველა ბნელ ადგილას გაჩნდება სინათლე

#სიკეთეგადამდებია

ძალიან მიყვარხართ“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g