რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ “ახალ ტერიტორიებზე” ვითარება დასტაბილურდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პუტინის თქმით, ხსენებული ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შეძლებენ.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას და დაგეხმარებით თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში.
ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 ოლქის: ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ კანონს ხელი დღეს მოაწერა.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა