LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს" – პროკურორი მელიაზე

148
4f087f7f101ed9fd0535eb23713c7f94_thumb

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, ის მიზეზები განმარტა, რის გამოც, ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დარბაზში მყოფი პოლიტიკოსები და მხარდამჭერები მას შეძახილებით და ტაშით შეხვდნენ.

მისი თქმით, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

„მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების, ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით. საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცველები, არამედ ის პირებიც, რომლებიც აქციაზე იყვნენ მისული და წარმოადგენდნენ მოქალაქეებს.

ასევე, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო დაარღვია. გარდა ამისა, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად,“ – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, დღეს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების თხოვნით, შუამდგომლობით მიმართა. ამ წუთებში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი გუშინ დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ, წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა? – მელია ივანიშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები