LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პრეპარატი კოვიდპაციენტებისთვის – ჯანმომ “რეგენერონით” მკურნალობის რეკომენდაცია გასცა

159
1

კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში პრეპარატ “რეგენერონს” ახლა უფრო მასშტაბურად გამოიყენებენ – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მედიკამენტით მკურნალობის რეკომენდაცია დღეს გასცა. 

გიგანტური ბიოტექნოლოგიური კომპანია “რეგენერონის” ნაწარმს პაციენტების გარკვეულ ნაწილს შესთავაზებენ – ის ნებადართული იქნება ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის და ასევე მძიმე ავადმყოფებისთვის, რომლებსაც ბუნებრივი ანტისხეულები არ აქვთ.

ამასთან, ჯანმო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას მოუწოდებს – შეამციროს ანტისხეულების სამკურნალო კოქტეილის ფასი და უზრუნველყოს მისი თანაბარი გადანაწილება.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ წამლის კომბინაცია ეფექტიანი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც არ იყვნენ მძიმედ დაავადებულები, თუმცა იყვნენ მაღალი რისკის ქვეშ საავადმყოფოში გადაყვანისას.

პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა დამძიმებულ კოვიდპაციენტებშიც, რომლებსაც ანტისხეულები არ ჰქონდათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არის კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი პრეპარატი, რომლის გამოყენების რეკომენდაციაც ჯანმო-მ გასცა არც თუ ისე მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოსაყენებლად დაავადების პროგრესირების შანსების შესამცირებლად.

პრეპარატზე მუშაობის შესახებ კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში განაცხადა და თქვა, რომ გეგმავდნენ ისეთი ანტისხეულების შექმნას, რომელსაც გამოიყენებდნენ როგორც სამკურნალოდ, ასევე პრევენციის მიზნით.

კოვიდის სიმპტომებისგან დამცავი პრეპარატი აშშ-ში წარმატებით გამოსცადეს მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში, შტატების მარეგულირებელი ორგანოებისგან პრეპარატმა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიიღო.

შეგახსენებთ, სწორედ “რეგენერონი” იყო ის პრეპარატი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის პროცესში გამოიყენეს.

მალევე მედიკამენტი გამოყენებისთვის დაამტკიცა გაერთიანებულმა სამეფომ, პრეპარატის დაშვების განხილვა დაიწყო ევროპამაც.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს პატენტის მფლობელ კომპანია “რეგენერონს”, შეამციროს წამლის ფასი და იმუშაოს სამართლიან განაწილებაზე მთელს მსოფლიოში.

“კომპანიამ ასევე უნდა გააზიაროს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს სხვა კომპანიებს, შექმნას მსგავსი ვერსიები.” – აცხადებენ ჯანმოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g