LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა მარტო სიარული უნდა ვისწავლო.. ბედნიერი ვარ, რომ ნახევარი ცხოვრება დიდებული ადამიანის გვერდით გავატარე“ – კოტე კუბლაშვილის მეუღლე

1444
ფორტუნა - 2023-08-18T120514.481

„ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა“ – წერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, სამართალმცოდნე კონსტანტინე კუბლაშვილის მეუღლე, მარი მესხი და საზოგადოებას მის მიმართ გამოხატული თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის.

„დიდ მადლობას გიხდით თანაგრძნობის, მხარდაჭერის და უზომოდ თბილი სიტყვებისათვის, რაც კოტეს მიმართ გამოხატეთ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ნახევარი ცხოვრება დიდებული ადამიანის გვერდით გავატარე.

ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა.

ახლა მარტო სიარული უნდა ვისწავლო…

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“, – წერს მარი მესხი.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

„ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანის გარდაცვალებას, ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად“ – სააკაშვილი

 

ცნობისათვის, კოტე კუბლაშვილი 2000-2002 წლებში იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2000 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად დაინიშნა.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს წევრი, შემდეგ კი ფონდის დირექტორი.

2005-2015 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები