LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მიმდინარეობს ცხედრების ლვოვში გადასვენების პროცესი – საგარეო უწყება ქართველ მებრძოლებზე

120
1

18 მარტს, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის – გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ლვოვში გადასვენების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ “ფორტუნას”  საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი განცხადებით, “საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილოს და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე”.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების  ქ.ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქ.ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება”, – განუცხადეს “ფორტუნას” საგარეო უწყებაში.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს: საგარეო უწყება

გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა! მან გადამარჩინა სიკვდილს, გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით – უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

პოპულარულები