LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მომისმინეთ მე…რადგან ლანძღვის კორიანტელში ჩემი ცხრა თვის ტყუპები გაახვიეს… – ნოდარ მელაძის მონოლოგი (ვიდეო)

2446
BeFunky-collage (7)

ნოდარ მელაძე “ტვ პირველის” ეთერში ახალი გადაცემით გავიდა. პირველ მონოლოგში მან “მთავარი არხიდან” წამოსვლის შესახებაც  ისაუბრა, მიზეზი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ამის შესახებ იქ დარჩენილმა მისმა მეგობრებმა იციან და თვითონ აღნიშნულ საკითხზე არ ისაუბრებს.

 

“ტელევიზია არ არის მშიშარა ადამიანების ადგილი, არასდროს მეშინია დავიწყო ნულიდან და დავიწყო თავიდან, იმიტომ რომ ტელევიზიას ქმნიან ადამიანები და არა, სატელევიზიო ტექნიკა.

ტელევიზია იქმნება შრომით, შრომით და კიდევ უფრო მეტი შრომით. ბევრი წელი ვიყავი ახალი ამბების კორესპონდენტი, ვრისკავდი და ვმუშაობდი იქ, სადაც ტყვიების გამაყრუებელი ზუზუნის ხმა ისმოდა, მაგრამ იმ წუთს, ვფიქრობდი ერთს – მქონოდა მაგარი კადრი. ვიღაც ახლა ამ ნათქვამის გამო გამლანძღავს, მაგრამ მერე რა…

ბოლო ერთი თვეა, რაც აღარ ვარ “მთავარ არხზე” მოვისმინე შეთქმულების მილიონი თეორია – ხან ამბობდნენ, რომ ივანიშვილმა მიყიდა, ხან ამბობდნენ, რომ ჩამნერგა “ტვ პირველზე” სააკაშვილმა. ხან ამბობდნენ, რომ გადამიბირეს არაფორმალური გარიგების შედეგად,  ხან რას და ხან რას…

ამბობდნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს რიგ-რიგობით ოლიგარქთან იდგა და საკუთარ თავისუფლებას უბრალოდ აქირავებდა. მათგან არ მიკვირს, მაგრამ ამ ვერსიებს ვისმენდი ადამიანებისგან, რომლებსაც მეგონა, რომ ვიცნობდი, თუმცა იმედგაცრუებებს ცხოვრებაში ბევრჯერ შევხვედრილვარ, ეს არ იყო პირველი და რა თქმა უნდა, გაივლის…

ახლა მისმინეთ მე. ამ თემაზე ყელაზე მძიმეა ჩემთვის საუბარი, იმიტომ რომ არ განვეკუთვნები ადამიანების  კატეგორიას, ვინც ფიქრობს რომ ტელევიზიის შიდა ამბები საჯაროდ უნდა გამოიტანოს, ფოტოასლები უნდა გამოფინოს და ილაპარაკოს ამ თემაზე ძალიან ბევრი, თემაზე, რაც უბრალოდ მორჩა. რადგან ბოლოს ლანძღვის კორიანტელში ჩემი 9 თვის ტყუპებიც გაახვიეს, მაინც მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი…”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები