აშშ-ში მცხოვრები ქართველი, უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი იწყებს ტურნეს აშშ-ში, სხვადასხვა ქალაქში.
„ძალიან მალე ჩვენ ვიწყებთ ამერიკის კონცერტების ტურს. მისი სახელი იქნება „ბიჭი ოცნებით“. ორი თვის წინ ამავე სახელწოდების წიგნი გამოვეცი, რაც ძალიან მოგეწონათ. ამან დიდი სტიმული მომცა. ყველაზე მაგარი ამბავი მაქვს ის, რომ 19 ნოემბერს ნიუ ჯერსიში ჩატარდება პირველი სოლოკონცერტი. ეს იქნება ძალიან მაღალი დონის შოუ, რომელშიც ჩვენ გაჩვენებთ და გამოგატარებთ იმ ყველაფერს, რაც გამოვიარე „ვოისის“ დროს და შემდეგ, ვაჩვენებთ ყველა სირთულეს, რაც შემხვდა. ჩემი მიზანია ის, რომ ვისიამოვნო მეც და გასიამოვნოთ ჩემთან ერთად…“
შერონ სტოუნმა ალექსანდრე ზაზარაშვილის ვიდეო გააზიარა: „ეს რა დილა გათენდა“.
ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკიდან დედას საოცნებო მანქანა აჩუქა