LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის

390
რეზნიკოვი

„უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს“,– დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მანვე აღნიშნა, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დაარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში, თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ ოკუპანტები მოიგერიეს და მათი გეგმები ჩაშალეს“.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც.

„ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა.“– განაცხადა რეზნიკოვმა.

კუჩმა, იუშჩენკო და პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ

რუსებმა ხარკოვის რეგიონში სამი ხიდი ააფეთქეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს: უკრაინის გენშტაბი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g