LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი არესტოვიჩი: 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია

169
BeFunky-collage (4)

2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელში ერთხელ.

„5 ომი ჩაატარეს იქამდე, სანამ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვა მეთოდებზე გადასვლაა საჭირო. ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი დაგვჭირდება თუ არა 5 ომი, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია. ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელში ერთხელ და დიდი შეტაკებები 7-8 წელში ერთხელ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

მან არსებული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ სიტუაციას შეადარა.

„მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ და გაზარდონ ბავშვები, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა. აქ ახალი ისრაელია. უბრალოდ მასშტაბები უფრო დახვეწილი და საშიშია“, – განაცხადა არესტოვიჩმა და განმარტა, რომ ქვეყნიდან მისი ოჯახის გაყვანას არ გეგმავს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით  ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები