ალტ-ინფოს ინფორმაციით, პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ლიდერები ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო დააკავეს. ინფორმაცია ალტ-ინფომ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
როგორც ტელევიზიის საგანგებო ეთერში განაცხადეს, მთაწმინდის პარკში, პარტიის ლიდერები, სასულიერო პირებსა და მომხრეებთან ერთად გეი აღლუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ლიდერები პოლიციამ დააკავა.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები არიან ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორებიც.
“ფორტუნა” დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციისა და დამატებითი დეტალები დაზუსტებას ცდილობს.