LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ არჩევნებს მოვიგებთ, სხდომებზეც დავბრუნდებით და საზოგადოება დაინახავს, რისი გამკეთებელია ეს რადიკალური ოპოზიცია: თალაკვაძე

65
არჩილ თალაკვაძე

“მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და მაგასაც დაინახავს საზოგადოება, რისი გამკეთებელია ეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, ისინი 7 თვე ატყუებდნენ თავიანთ მხარდაჭერებს.” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებული კომენტარები არის სპეკულაცია:

“პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებული კომენტარები არის სპეკულაცია. გვახსოვს ყველას სხდომები, მათ შორის რიგგარეშე სხდომებიც და ოპოზიციური ადგილების ნახევარი ყოველთვის ცარიელია. დებატებში არის სუსტი მონაწილეობა და კენჭისყრებში ისინი არ ესწრებიან. ამიტომ მერამდენედ ვხედავთ, რომ იმუქრებიან რიგგარეშე სხდომებით.

მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხდომებზეც დავბრუნდებით და მაგასაც დაინახავს საზოგადოება, რისი გამკეთებელია ეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, ისინი 7 თვე ატყუებდნენ თავიანთ მხარდაჭერებს, ვინც მათ მხარი დაუჭირა, საბოლოოდ უარი უთხრეს პარლამენტში შემოსვლაზე. რომ არა ის პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”, საზოგადოებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყო, ეს ხალხი პარლამენტში შემოსვლაზეც უარს ამბობდა, არათუ რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ.” – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ოთხი ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის”, “გირჩი”, “მოქალაქეები” და “სტრატეგია აღმაშენებელი” აცხადებს, რომ ხელი მოაწერეს “ლელოს” ინიციატივას – გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ.

ინიციატივას არ უერთდება “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები