უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე უკრაინაშია.
მარიამი სოციალურ ქსელში გვიზიარებს ომში მყოფ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ამჯერად, ის წერს იმ განწყობებზე, რომელსაც მასთან უკრაინელები გამოხატავენ.
“Наш самый близкий народ» ამ ფრაზით მხვდება ყველა ვისაც ვეუბნები, რომ ქართველი ვარ.
როგორც კი იგებენ ქვეყანას, ეგრევე ეცვლებათ დამოკიდებულებაც, სახის გამომეტყველებაც.
პირველი 2 წუთის შემდეგ მეკითხებიან- ისე, როგორ აძლევთ თქვენ მთავრობას იმის უფლებას, ეგრე ილაპარაკონ ჩვენზე მაშინ როდესაც ჩვენ შვილებს, ცოცხლად წვავენ და კლავენ? და ვშრები.
უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო.
ამ ადამიანებს რომ კიდევ ვუყვარვართ არის ჩვენი მებრძოლების, ყველა იმ ქართველის დამსახურება რომელიც დარჩა, სხვადასხვა ფორმით ეხმარება უკრაინას, ყველა იმ ქართველის რომელიც საქართველოში ქუჩაში გამოდის და სხვადასხვა გზით ცდილობს, უკრაინელების დახმარებას”, – წერს მარიამ გეგუჩაძე.
