LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ მამაოს საოცარი წარსული აქვს – ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბერმა დანაშაული დაიბრალა

361
ადვოკატი

“მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?” –  ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერის ადვოკატი ვარაუდობს, რომ პირმა დანაშაული თავად დაიბრალა.

“ნარკოტიკული საშუალება, მამაოს აღიარებით, ეკუთვნის მას. ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს. ბევრი რამ არის დასადგენი. არ ვიცი რისთვის სჭირდებოდა მას ეს ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია. ორივე ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ ეკუთვნით, თუმცა, რეალურად ვის ეკუთვნის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს” – ამის შესახებ სასულიერო პირის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მან ასევე აღნიშნა, რომ ბერი პოლიციაში თავად გამოცხადდა, სამართალდამცავებმა კი შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო, ის მაინც დააკავეს.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერია

დაკავებული ბერის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ორივე პირი დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდა.

“დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?! ორივე აღიარებს, რომ არა ჩემია არა ჩემიაო. მამაო ამბობს, რომ მე ვიპოვე სადღაცო, ამბობს ადგილს. რომან მალანია დააკავეს 2 ნოემბერს, მამაო კი გუშინ გამოცხადდა თვითონ. ის რამდენიმე თვეა ზუგდიდშია ჩამოსული, დაახლოებით 8 თვეა. დაკავებულები თანაქალაქელები და თანატოლები არიან. დაკავების მომენტში ეს ჩანთა ეკავა ამ პიროვნებას და ამ ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ოდენობა 14.5. ექსპერტიზის დასკვნით. ” – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g