„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიული კონფერენციების გამართვას იწყებს. პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ტარდება.
ცოტა ხნის წინ, ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან, ხმაური იყო.
თეატრთან მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
„მოვედით ძალიან მშვიდად, არაფერს ვაპირებდით, უბრალოდ, უნდა შეგვეხსენებინა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე არის გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული, ამ მკვლელებმა ვერ უნდა შეძლონ, რომ დღეს მშვიდად ჩამობრძანებულან და შეხვედრებს ატარებენ“, – განაცხადა მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერმა ხათუნა ბერიძემ.
საპასუხოდ კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „მაშინ, როდესაც აქციის წარმომადგენლებს თან სააკაშვილის ფოტო აქვთ, სირცხვილია, მკვლელს მათ უწოდებდნენ“.
ბათუმის თეატრთან მომხდარი დაპირისპირების კადრებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.