“გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ პოზიოციაზეც და ოპოზიციაზეც, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკრისრია,” ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს”.
“საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა”. – განაცხადა კუბილიუსმა “ფორმულასთან”.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ კარავია გაშლილი და საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი.