LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

126
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ლევან ბერძენიშვილზე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებს.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ახალგაზრდებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ ქვების და კვერცხების სროლაზე გადავიდა.

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

როგორც „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, „ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს ამ ქვეყანაში.“

„ქვას რომ ისვრი და კვერცხს, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავ და თან იძახი, რომ ევროპა გარყვნილია, ამ დროს კი ღვთისმშობლის და ქრისტიანობის სიმბოლოა ის დროშა, ყველაფრის ღირსი ხარ, შენზე რაც შეიძლება ადამიანმა თქვას. დასვით ეს ადამიანები დებატებში ლევან ბერძენიშვილთან, მაგალითად, „იმედზე“, მაგარი სანახავი იქნება.

ამ ყველაფრის უკან, დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ქვების სროლის ორგანიზატორი არის ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ვერაფერს სთავაზობენ ახალგაზრდებს, ყველა ამ ტიპის დისკუსიებში დამარცხდნენ და გადავიდნენ ქვების და კვერცხების სროლაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, უცნობმა მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები