დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.
ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის მოთხოვნასთან დაკავშირებით ზაზა გახელაძის პოზიციას აჟღერებს.
„თვითონ ამბობს, რომ არ უღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლა”. – ამბობს ირმა ბუთხუზი.
„ამდენი დაპირების და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ იმედიც მომიკვდა, მაგრამ ბოლომდე რომ მოვიკლა იმედი, მეც უნდა მოვკვდე და ეს იქნება“. – ამბობს ზაზა გახელაძის დედა.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.