LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში – როგორ ეხმაურებიან მელიას დაკავებას საერთაშორისო პარტნიორები

57
melia 33

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, – წერს ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი  ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.

„დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს,- ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს“, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს,- ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

 

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, ასევე კომიტეტის თანათავჯდომარე ჯინ შაჰინი, ასევე  წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ისინი ქართული პოლიციისა და სასამართლო სისტემის “კორუმპირებულ” გამოყენებას გმობენ.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში მისი ლიდერი ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოძებნოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა,”- ნათქვამია განცხადებაში.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარის, ჯონათან კაცის განცხადებით, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ როგორ წარიმართება საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი. ამის შესახებ მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება“, – ამბობს კაცი.

ასევე, ჯონათან კაცის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, უკან გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული.

„როდესაც საქართველოში ამის მსგავსი ინციდენტები ხდება, ქართული მხრიდან უნდა ვნახოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ აღდგეს რწმენა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რომ მას სურს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ის, რაც ხდება, არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ მავნე აქტორების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ალტერნატიული გზა [მომავალი] სწორედ ისე გამოიყურება, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არ ყოფილა პროგრესი“, – აცხადებს ჯონათან კაცი.

ამასთან, მისი თქმით, ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g