LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგება

194
data kultura news12

17 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი.

საკონკურსო სექციაში Pardi di Domani წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის – ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“.

„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა ლოკარნოში დაიწყო.

წელს ფესტივალი 7-17 აგვისტოს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები