არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.
მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს.
“მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.
ყველაფერს აკეთებენ აჩვენონ, რომ აი, მონსტრია სააკაშვილი, თურმე ტერიტორიებს ყიდდდა, არ არის ეს რეალობა: კაპანაძე
რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის, სინამდვილეში იმასაც ვერ ხვდება, რომ იცის და სინამდვილე ის არის, რომ ბერმა კირიონზე და მის ბრალდებაზე მეტად, საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო
მეორე ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით… გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, შეიძლება პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.
მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.
არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია”, – განაცხადა მელაშვილმა.
“რაღაც სიგიჟეებზეა საუბარია, ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის წარმოუდგენელია” – სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე