LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, საიამ პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა

43
Untitled design

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს ფრაქცია ,”ქართული ოცნებისა” და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება.

საია-ს წამომადგენლები დოკუმენტის მიზნებზე საუბრობენ:

“მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჩართულობით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.” – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საიაში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა:

“საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1441-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.” – ვკითხულობთ მიმართვაში.

შეგახსენებთ, ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია რეგისტრირებული, ერთი ინიცირებული ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ, ხოლო მეორე საქართველოს პარლამენტის წევრების (არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე) მიერ.

magti 5g