LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამნისტიის შესახებ“კანონპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილავენ

106
პარლამენტი თბილისი

ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრა, რომელშიც ყველა საპარლამენტო სუბიექტი მონაწილეობდა, მსგავსი შეთანხმებით დასრულდა და შესაბამისად, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გავა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის გადადების წინადადება პარტია „ლელოს“ ეკუთვნის. როგორც ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, გაიმართება სამუშაო შეხვედრა იმ იმედით, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება.

„არის განსხვავებები, რაზეც უნდა შევჯერდეთ. როგორ აღმოიფხვრება განსხვავებები და მოხდება თუ არა შეთანხმება, დღეს ამის პროგნოზი ძალიან ძნელია,“ – განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები